ბათუმის დინამო, თელავი
Aa
Aa

თელავში ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა და სიკვდილს გადაურჩა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში „თელავი'' - ბათუმის „დინამოს'' მატჩისას ტრიბუნიდან ქომაგი ბაქარ ოთარაშვილი გადმოვარდა. საბედნიეროდ, ტრაგედია არ დატრიალდა, ბაქარი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მატჩის შემდეგ „თელავის'' პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა: 

„ბათუმის "დინამოსთან" მატჩის მიმდინარეობისას "კავკასიონი არენაზე" კინაღამ ტრაგედია დატრიალდა და საბედნიეროდ, გადავრჩით, ღვთის მადლით. "თელავის" ექიმების და სტადიონზე მყოფი სასწრაფო-სამედიცინო პერსონალის დროული ჩარევის შედეგად ტრიბუნიდან გადმოვარდნილი ჩვენი გუნდის ერთგული გულშემატკივარი ბაქარ ოთარაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დროულად გადაიყვანეს. მადლობა ღმერთს, ბაქარი ახლა კარგადაა. რაც მთავარია, ცოცხალია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბაქარ, გვიყვარხარ და შენთან ვართ!''

აღნიშნული საფეხბურთო შეხვედრა ბათუმის „დინამოს'' გამარჯვებით 0:1 დასრულდა, მატჩის ერთადერთი გოლი ონორე გომისის საგოლე პასით დავით მუჯირმა გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აუტსაიდერმა მოუგო - დავითაშვილის ბორდოს მოულოდნელი მარცხი
აუტსაიდერმა მოუგო - დავითაშვილის ბორდოს მოულოდნელი მარცხი