გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

The Times: ნიუკასლი მამარდაშვილს უმიზნებს, ედი ჰაუ ქართველით მოხიბლულია

გიორგი მამარდაშვილის „ნიუკასლში“ შესაძლო ტრანსფერზე სულ უფრო აქტიურად იწერება. ესპანური El Desmarque-ს შემდეგ, ამჯერად ბრიტანული The Times-იც წერს.

წყაროს ცნობით, „კაჭკაჭების“ წარმომადგენლებმა მამარდაშვილის ტრანსფერი უკვე რამდენჯერმე განიხილეს და მის მატჩებსაც დაესწრნენ.

„ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელი ედი ჰაუ მამარდაშვილის დიდი თაყვანისმცემელია და მისი ტრანსფერის მომხრეც გახლავთ.

წყარო აღნიშნავს, რომ „ნიუკასლს“ საქართველოს ნაკრების მეკარისთვის დიდი ბრძოლა მოუწევს, რადგან მამარდას მიმართ ინტერესი სხვა ძლიერ კლუბებსაც აქვთ. რაც შეეხება თანხას, „ვალენსია“ მინიმუმ 30 მილიონ ევროს მოითხოვს.

„ნიუკასლი“ ბოლო დროს არასტაბილურად ასპარეზობს და ედი ჰაუ შესაძლოა დაითხოვონ. კლუბი გეგმავს, რომ ყველაფერზე მშვიდად იფიქროს და გუნდისთვის მთავარი მწვრთნელი გრძელვადიანი პერსპექტივით შეარჩიოს.

აქვე გეტყვით, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 23 წლის მამარდაშვილმა პირადი რეკორდი დაამყარა. მან კარი მშრალად 9 შეხვედრაში შეინახა და თავისივე მიღწევა გააუმჯობესა. „ვალენსია“ 40 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებს და ევროტურნირებზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენსა და ნაპოლის ფეხბურთელებს შორის დაძაბულობაა
ოსიმენსა და ნაპოლის ფეხბურთელებს შორის დაძაბულობაა