ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ჯუზეპე ბრუსკოლოტი
Aa
Aa

„ბავშვებმა ისინი ძირს დასცეს, ოსიმენისა და კვარასგან მეტს ელიან...“

„ნაპოლის“ ყოფილი კაპიტანი ბეპე ბრუსკოლოტი Tele A-სთან საუბრისას „ინტერთან“ მოახლოებულ დაპირისპირებას შეეხო და ოსიმენი-კვარაცხელიას როლზე პირადი მოსაზრება დააფიქსირა.

„კვირას გუნდს კიდევ ერთი ცეცხლოვანი გამოცდა ელის. ჩვენ ვიხილავთ გაბრაზებულ ნაპოლის. ბარსელონასთან მარცხი მათთვის დიდი იმედგაცრუება იყო. იმედია ნაპოლი შედეგს მიიღებს. ჯერჯერობით მათემატიკა ჩვენს მხარეზეა, მაგრამ კვირის მატჩში რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა ავიღოთ.

ასეთი მატჩები უნდა მოვიგოთ, ეს რეაბილიტაციისთვის ერთადერთი გზაა. ჩვენ კვლავ უნდა მოვძებნოთ ძირითადი ელემენტები.

ბარსელონასთან მატჩში ოსიმენისგან და კვარაცხელიასგან ბევრს ველოდი, მაგრამ ბავშვებმა ისინი ძირს დასცეს. მათ ნება დართეს, რომ ეს გაეკეთებინათ. მათ მეტი მოეთხოვებათ და მეტს ელიან. სიამაყის მოზღვავება უნდა ჰქონდეთ, ამ დუეტმა გუნდი მხრებით უნდა ატარონ“.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩი კვირას 23:45 საათზე დაიწყება. კალცონას გუნდი 44 ქულით მე-7 ადგილზეა და მე-5 ადგილზე მყოფ „რომას“ 4 ქულით ჩამორჩება. იტალიიდან ახალი სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ალბათობით 5 გუნდი ითამაშებს. ამ თემაზე მეტი შეგიძლიათ აქ ნახოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა ნაპოლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება?
კვარა ნაპოლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება?