ლერი აბულაძე, გენო პეტრიაშვილი, ნუგზარ წურწუმია, ვლადიმერ გამყრელიძე, შოთა ფარტენაძე
Aa
Aa

ჭიდაობის განახლებული მსოფლიო რეიტინგი - ლიდერი ერთი ქართველია

ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ როგორც ბერძნულ-რომაულ, ასევე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ლიდერი მხოლოდ ერთი ქართველია. 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ევროპის ორგზისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლერი აბულაძე პირველ ადგილზეა და მეორეზე მყოფ აზერბაიჯანელ მურად მამადოვს 5 500 ქულით უსწრებს. აბულაძის შემდეგ ამ სტილით ჭიდაობაში რეიტინგში საუკეთესო შედეგი 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიას აქვს - ის რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება თავისუფალი სტილით ჭიდაობას, მსოფლიოს სამგზისა და ევროპის ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი მძიმე წონის მეორე ნომერია და მხოლოდ ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს ჩამორჩება. მესამეა თავის წონაში ევროპის ორგზის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) და შოთა ფარტენაძე (61 კგ).

პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია ჯერჯერობით მხოლოდ ორ მოჭიდავეს, გენო პეტრიაშვილსა და გივი მაჭარაშვილს აქვს განაღდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლერი აბულაძე ზაგრების სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია
ლერი აბულაძე ზაგრების სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია