ლივერპული, ლევერკუზენი, მილანი, რომა, მარსელი, ვესტ ჰემი, ბენფიკა
Aa
Aa

მილანი VS რომა - ევროპა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია

UEFA-ს ევროპა ლიგის 2023-24 წლების სეზონის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ყველაზე დიდ ინტერესს იტალიური კლუბების, „მილანისა'' და „რომას'' დაპირისპირება იწვევს, თუმცა სხვა წყვილებშიც საკმაოდ დიდი ინტრიგაა.

მილანი - რომა

ლივერპული - ატალანტა

ლევერკუზენი - ვესტ ჰემი

ბენფიკა - მარსელი

რაც შეეხება ნახევარფინალურ ეტაპს, ბენფიკა - მარსელის გამარჯვებული ლივერპული-ატალანტას შორის მოგებულს შეხვდება. შესაბამისად, მილანი - რომას შორის მოგებული ლევერკუზენსა და ვესტ ჰემს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ევროპალიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 11 აპრილს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები - 18 აპრილს. ნახევარფინალური დაპირისპირებები 2-9 მაისს შედგება.

ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალი 22 მაისს, დუბლინში, "ავივაზე" ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები