მაურიციო სარი
Aa
Aa

ოფიციალურად | მაურიციო სარიმ ლაციოს თავკაცის პოსტი დატოვა

მაურიციო სარიმ „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. რამდენიმე წუთის წინ, რომაულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ იტალიელ სპეციალისტთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

„ლაციო აცხადებს, რომ მაურიციო სარი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. ჩვენი კომპანია მადლობას უხდის სარის მიღწეული მიზნებისა და გაწეული სამუშაოს გამო. მას, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ“, - წერია „ლაციოს“ განცხადებაში.

სარის წასვლის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტს მისი ასისტენტი, ჯოვანი მარტუშელო დაიკავებს. იგი გუნდის თავკაცის პოსტზე სეზონის ბოლომდე დარჩება და კლუბი შემდეგ გადაწყვეტს, თანამშრომლობა ვისთან დაიწყოს. ამ ეტაპზე, არც ერთი სპეციალისტის კანდიდატურა არ სახელდება.

სარი „ლაციოს“ მთავარ მწვრთნელად 2021 წლის 9 ივნისს დაინიშნა და გუნდის თავკაცის პოსტზე 1008 დღე გაატარა. მასთან ერთად, „ლაციალემ“ 137 თამაში გამართა და 65-ჯერ იმარჯვა, 30 მატჩი ფრედ დასრულდა, 42-ჯერ კი წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამის გამო ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო...“ - იტალიური მედია კვარას თამაშზე
„ამის გამო ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო...“ - იტალიური მედია კვარას თამაშზე