ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ენრიკე მარინი
Aa
Aa

„აშკარად, ჯადოსნური ჯოხი შეახეს“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი ილიაზე

ესპანეთის MMA-ს ისტორიაში UFC-ის პირველმა ესპანელმა მებრძოლმა ენრიკე მარინმა Diario de Sevilla-სთან ინტერვიუს დროს UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და „მატადორის“ მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.

რას ამბობს მარინი:

როგორი იყო ჩემი ემოცია ილიას გამარჯვებაზე? მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ამ ბიჭს აშკარად ჯადოსნური ჯოხი აქვს შეხებული, ძალიან შრომისმოყვარეა, მისნაირი მილიონში ერთია, ბრწყინვალე ბიჭია. მისი უნარების დიდი ნაწილი თანდაყოლილია, მეორე ნაწილი კი დროთა განმავლობაში შეიძინა. მან თანდაყოლილი უნარები შრომით შეძენილთან გააერთიანა და საბოლოოდ, ფეთქებადი ნაზავი მივიღეთ.

მაქვს თუ არა მის მიმართ ჯანსაღი შური? შურს არავის მიმართ არ გვგრძნობ, მე მორწმუნე ვარ, ეს კი დიდი ცოდვაა. ბედნიერი ვარ იმ ადამიანების გამო, ვინც ბევრი იშრომა და წარმატებას ამ გზით მიაღწია. ილიას წარმატება მიხარია, ერთმანეთთან მიმოწერა გვაქვს და ამის შესახებ იცის. არ მაინტერესებს მისი პოლიტიკოსებთან ვიზიტები, ეს არის პოზირება, კარგად გამოჩენა და ა.შ. მის სპორტულ კარიერასთან არანაირ კავშირში არ არის.

ის ჩვენს ქვეყანაში ძალიან პოპულარულია. თავის დროზე, ყველამ იცოდა ფორმულა 1-ში ფერნანდო ალონსოს პირველი წარმატების შესახებ, შემდეგ მთელმა ესპანეთმა ნადალი გაიცნო, ახლა კი ყველამ იცის ილია თოფურიას ჩემპიონობის შესახებ. მიხარია ყველა ის სიკეთე, რაც მის ჩემპიონობას მოჰყვა და ასევე, რაც მომავალში გველოდება.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ 18 თებერვალს, UFC 298-ზე ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში ლეგენდარული ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ომალი VS დვალიშვილი მძიმე ბრძოლა იქნება“ - რობერტ უიტეკერი
„ომალი VS დვალიშვილი მძიმე ბრძოლა იქნება“ - რობერტ უიტეკერი