ირმა ხეცურიანი, გვანცა ზადიშვილი, ნინა თიბილაშვილი
Aa
Aa

ეტლით მოფარიკავეების წარმატება - ხუთი მედალი ევროპის ჩემპიონატზე

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველი პარამოფარიკავეებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ორ სხვადასხვა დისციპლინაში, ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში ჩვენი ქვეყნის ნაკრების წევრებმა საერთო ჯამში ხუთი მედალი მოიპოვეს.

დღეს რაპირით ფარიკაობაში გუნდური შეჯიბრი ჩატარდა და საქართველოს ქალთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იტალიის გუნდი 45-33 დაამარცხა. ჩვენი ქვეყნის სახელით სამი სპორტსმენი, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ასპარეზობდა.

ბრინჯაოს მედლით დაასრულა საქართველოს ქალთა ნაკრებმა გამოსვლა ხმლით ფარიკაობაშიც. ინდივიდუალურ ჩათვლაში კი ირმა ხეცურიანი რაპირაში - ბრინჯაოს, ხმალში კი ვერცხლის პრიზიორი გახდა. კიდევ ერთი მედალი კი საქართველოს დელეგაციას ნინა თიბილაშვილმა მოუტანა, რომელმაც ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარამოფარიკავეების მორიგი წარმატება - ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე
პარამოფარიკავეების მორიგი წარმატება - ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე