ენტონი ჯოშუა, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

მოურინიო მუშაობას საუდის არაბეთში იწყებს? პორტუგალიელი კრივს და ფეხბურთს დაესწრო

 „რომას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ, ჟოზე მოურინიო ჯერჯერობით უმუშევარია და სასურველი ვარიანტის გამოჩენას ელოდება. გუშინ კი ის საუდის არაბეთში იმყოფებოდა, რის გამოც მაშინვე გავრცელდა ინფორმაციები, რომ პორტუგალიელი ამ ქვეყნის რამდენიმე კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას და მწვრთნელობას სულ მალე განაახლებს.

 მოურინიომ ჯერ ფრანჩესკო ტოტისთან და ბრაზილიელ რონალდოსთან ერთად ეგვიპტის საფეხბურთო თასის ფინალის გახსნაში მიიღო მონაწილეობა, სადაც „ალ აჰლიმ“ „ზამალეკს“ 2-0 მოუგო. მოგვიანებით კი ის ერ რიადში ენტონი ჯოშუასა და ფრენსის ნგანუს საკრივო ორთაბრძოლას დაესწრო.

 60 წლის პორტუგალიელი მწვრთნელის ბოლო სამუშაო ადგილი იტალიის „რომა“ იყო, რომელსაც ის 2021-2024 წლებში ამზადება და კონფერენს ლიგის ჩემპიონი და ევროპა ლიგის ვიცე-ჩემპიონი გახადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრუტალური ნოკაუტი | ენტონი ჯოშუამ ფრენსის ნგანუ მეორე რაუნდში დააფინიშა
ბრუტალური ნოკაუტი | ენტონი ჯოშუამ ფრენსის ნგანუ მეორე რაუნდში დააფინიშა