გორის დილა, ბათუმის დინამო
Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგა: დილამ და ბათუმის დინამომ თავიანთი მატჩები მოიგეს

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-2 ტური დღეს ორი შეხვედრით დაიხურა.

„სამგურალმა“ „დილას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი ტაირელ ვაუტერი გახდა.

გორელები რუი მოტას ხელმძღვანელობით სეზონს დამაჯერებლად იწყებენ და ჯერჯერობით 2 მოგებით გოლგაუშვებლად ბათუმის „დინამოსთან“ და „იბერია 1999“-თან ერთად ჩემპიონატს ლიდერობენ.

რაც შეეხება ანდრეი დემჩენკოს გუნდს, ბათუმელებმა ასევე სტუმრად მოიგეს და „გაგრას“ 3:1 სძლიეს.

მე-16 წუთზე ჟან ვიქტორმა „დინამო“ დააწინაურა, თუმცა 35-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმში ბათუმელები 62-ე წუთზე მამუკა კობახიძემ დააწინაურა. მე-80 წუთზე გიორგი უბილავამ ავტოგოლი გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, Crystalbet ეროვნულ ლიგაში „სამხელისუფლიანობაა“. მესამე ტურის შეხვედრები 10-11 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაძე: „ხვიჩა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“
კალაძე: „ხვიჩა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“