ჯიმი რეტკლიფი
Aa
Aa

საკადრო წმენდა მანჩესტერ იუნაიტედში - რეტკლიფმა 300 თანამშრომელი გაათავისუფლა

ჯიმი რეტკლიფი „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობას ხმაურიანი გადაწყვეტილებით იწყებს. მან ერთ დღეში კლუბში დასაქმებული 300 თანამშრომელი დაითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ The Sun-ი ავრცელებს.

ახალი მფლობელის ინიციატივით, რომელსაც „წითლი ეშმაკების“ აქციების 27.7-პროცენტიანი წილის შეძენა 1.3 მილიარდი ფუნტი დაუჯდა, კლუბში აუდიტი შევიდა და შემოწმების შედეგად, წინა მმართველობის პერიოდში არსებული სერიოზული ფინანსური დარღვევები იქნა აღმოჩენილი.

რეტკლიფი თვლის, რომ შტატები ხელოვნურად არის გაზრდილი, რაც გლეიზერების ოჯახის ბრალეულობაა. მან თანამშრომელთა რაოდენობა, რომელიც 1200-ს შეადგენდა, 25 პროცენტით შეამცირა. ამ გზით რეტკლიფი ცდილობს ხარჯების შემცირებას და სხვადასხვა დეპარტამენტების მუშაობის ეფექტურობის გაზრდას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები