კილიან მბაპე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„მისი შეჩერება შეუძლებელია“ - ლუის ენრიკე მბაპეზე

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „რეალ სოსიედადთან“ გამარჯვების შემდეგ კილიან მბაპეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეისთვის მბაპე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.

რას ამბობს ენრიკე:

დაამტკიცა თუ არა მბაპემ, რომ მსოფლიოში საუკეთესოა? როგორ ფიქრობთ, სჭირდება მბაპეს ამის დამტკიცება 25 წლის ასაკში? ის ნებისმიერ მწვრთნელთან ერთ სეზონში 50 გოლს იტანს და 25 საგოლე პასს აკეთებს. ჩემთვის, შეტევით მესამედში ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა, უბრალოდ შეუჩერებელია. დღეს, როდესაც საჭირო იყო, ბურთი ეჭირა და სიღრმიდან უტევდა, პირველი გოლიც ასე გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე პსჟ-მ სტუმრად კილიან მბაპეს დუბლით „რეალ სოსიედადი“ 1:2 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი პარიზულმა გუნდმა 4:1 მოიგო და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

რეალ სოსიედადი 1:2 პსჟ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები