ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ დე მაჯო
Aa
Aa

კვარას აგენტი მადრიდის რეალთან ფლირტშია - ნაპოლის რადიოს დირექტორი ხვიჩაზე

„ნაპოლის’’ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ს დირექტორმა ვალტერ დე მაჯომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ფეხბურთელს „პარტენოპეიში’’ დარჩენა გადაწყვეტილი აქვს და სკუდეტოს მოგება კიდევ ერთხელ სურს. დე მაჯო ასევე აღნიშნავს, რომ ხვიჩა და მისი აგენტი მადრიდის „რეალს’’ უმიზნებენ, „სამეფო კლუბში’’ თამაში ხვიჩას ოცნებაა.

სავარაუდოდ, ფეხბურთელის აგენტში მამუკა ჯუღელს გულისხმობს და არა კრისტიანო ძაკარდოს, ჯუღელმა „რეალის'' მხრიდან ინტერესზე გასულ სეზონში ისაუბრა, როცა კვარაცხელიამ ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა, სკუდეტოს მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. გარდა ამისა, ყველასთვის ცნობილია, რომ კვარაცხელია ბავშვობაში მადრიდის „რეალისა'' და კრიშტიანუ რონალდუს დიდი ქომაგი იყო.

ვალტერ დე მაჯო: „კვარაცხელიასთან დაკავშირებით ორი სიახლეა, მისი აგენტი ტოპ კლუბებთან, პრემიერ ლიგის გუნდთან და მადრიდის „რეალთან’’ ფლირტშია. როგორც ვიცი, კვარაცხელიასა და მის მამას „ნაპოლიში’’ სულ მცირე ორი სეზონით დარჩენა სურთ და შემდეგ ფეხბურთელი ოცნებას აიხდენს და მის საოცნებო კლუბს, მადრიდის „რეალს’’ შეუერთდება.

ქართველ ფეხბურთელი „ნაპოლისთან’’ ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებს. ხვიჩას დიდი სურვილი აქვს, რომ სკუდეტო კიდევ ერთხელ მოიგოს. ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვაც მისი ოცნებაა’’.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 25 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩში მის აქტივში 1 საგოლე პასია. 

სერია A-ში „აძური'' შემდეგ შეხვედრას 8 მარტს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდესაც საგოლე ეპიზოდში მონაწილეობს, ნაპოლი ყველა თამაშს იგებს - ხვიჩას საოცარი სტატისტიკა
როდესაც საგოლე ეპიზოდში მონაწილეობს, ნაპოლი ყველა თამაშს იგებს - ხვიჩას საოცარი სტატისტიკა