ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

როდესაც საგოლე ეპიზოდში მონაწილეობს, ნაპოლი ყველა თამაშს იგებს - ხვიჩას საოცარი სტატისტიკა

გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი დღევანდელ ნომერში სტატიას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აქვეყნებს და ერთი საინტერესო სტატისტიკა მოჰყავს. სტატიის ავტორი წერს, რომ როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ თამაშებში გოლი გააქვს, ან საგოლე გადაცემას აკეთებს, „პარტენოპეი“ არც ერთ მატჩს არ აგებს.

რას წერს GAZZETTA:

როდესაც ციფრებს ვაანალიზებთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ ფაქტს, თუ რამდენად ფუნდამენტურია კვარაცხელია „ნაპოლისთვის“. კვარაცხელიამ გუნდში გადმოსვლის დღიდან ყველა ტურნირზე 28 მატჩში შეძლო თავის გამოჩენა მინიმუმ ერთი გოლით, თუ საგოლე პასით და ყველა ასეთ მატჩში „ნაპოლიმ“ გამარჯვება მოიპოვა. პრაქტიკაში, როდესაც საგოლე ეპიზოდში ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობს, „ნაპოლის“ მაჩვენებელი 100%-ანია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 25 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. საერთო ჯამში კი ქართველმა შემტევმა „პარტენოპეის“ რიგებში თავი 23 გოლითა და 21 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს ბოლო ტურში, ტურინის „იუვენტუსსაც“ გაუტანა, მისმა გუნდმა კი მატჩი 2:1 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
CalcioNapoli24: “კალცონას მზრუნველობით ტოპ დონეზე დაბრუნებული ხვიჩა“
CalcioNapoli24: “კალცონას მზრუნველობით ტოპ დონეზე დაბრუნებული ხვიჩა“