ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ჯანი იმპროტა
Aa
Aa

„არ მესმის, რატომ უნდა წავიდნენ. აქ ყველაფერი აქვთ“ - იმპროტა კვარა-ოსიმენზე

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯანი იმპროტამ რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ „პარტენოპეიში“ დარჩენის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

რას ამბობს იმპროტა:

არ მესმის, რატომ უნდა დატოვონ ამ ფეხბურთელებმა „ნაპოლი“. მოთამაშეებს აქ ყველაფერი აქვთ, რატომ უნდა წავიდნენ? ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ფეხბურთელს გუნდის დატოვება მოუნდება, ფულია, მაგრამ მე არასდროს დავტოვებდი. მსოფლიოს არცერთი კლუბი არ მოგცემთ ისეთ გარანტიებს, რასაც ნეაპოლი გაძლევთ. ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს, ვიდრე ეკონომიკური ასპექტი. აქ თავს დაფასებულად გრძნობთ, სიყვარულს იღებთ, მსგავს კი მსოფლიოს ვერც ერთ წერტილში მიიღებთ.

იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ შესაძლოა სეზონის ბოლოს ქართველმა და ნიგერიელმა ფეხბურთელებმა „ნაპოლი“ დატოვონ. ვიქტორ ოსიმენზე ამბობენ, რომ 25 წლის შემტევმა სიტყვიერ შეთანხმებას ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ კლუბთან მიაღწია, კვარას შემთხვევაში კი იწერება, რომ ქართველის დამატებით „ბარსელონა“, პსჟ, „ლივერპული“ და სხვა ევროპული გუნდები ინტერესდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფულს ყველა სიტუაციაში ბედნიერება ვერ მოაქვს“ - Gazzetta კვარას კონტრაქტსა და იუვესთან გოლზე
„ფულს ყველა სიტუაციაში ბედნიერება ვერ მოაქვს“ - Gazzetta კვარას კონტრაქტსა და იუვესთან გოლზე