ნაპოლი, კილიან მბაპე, ლუის ენრიკე, ვიქტორ ოსიმენი, ჯიმი რეტკლიფი
Aa
Aa

მანჩესტერი, თუ პსჟ?  ოსიმენის წასვლა გადაწყვეტილია

წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემების ცნობით, ვიქტორ ოსიმენი ზაფხულში „ნაპოლის“ დატოვებს. მისი დამატების მთავარი კანდიდატები კი „მანჩესტერი“ და პსჟ არიან. როგორც იუნაიტედი, ასევე სენ-ჟერმენი მზად არის 25 წლის ნიგერიელი ფორვარდის სანაცვლოდ 110 მილიონი ევრო გადაიხადოს.

პსჟ-ს ხელმძღვანელები ოსიმენს კილიან მბაპეს შემცვლელად განიხილავენ, რომელიც უახლოეს პერიოდში მადრიდის „რეალში“ გადავა. მათი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე კი თვლის, რომ მის ტაქტიკას ყველაზე კარგად სწორედ ასეთი სტილის ფორვარდი შეეწყობა. 

რაც შეეხება „მანჩესტერს“, კლუბის ახალი მფლობელი ჯიმი რეტკლიფი დარწმუნებულია, რომ ოსიმენის ტრანსფერის შემთხვევაში გუნდს თავდასხმის ხაზში პრობლემა რამდენიმე წელიწადი აღარ ექნება.

 მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ რიგებში გამართულ 22 შეხვედრაში ოსიმენმა 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
CalcioNapoli24: “კალცონას მზრუნველობით ტოპ დონეზე დაბრუნებული ხვიჩა“
CalcioNapoli24: “კალცონას მზრუნველობით ტოპ დონეზე დაბრუნებული ხვიჩა“