იუვენტუსი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

CalcioNapoli24: “კალცონას მზრუნველობით ტოპ დონეზე დაბრუნებული ხვიჩა“

როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა, ერთი გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. აშკარაა, რომ კალცონამ რაღაცები შეცვალა.

ნეაპოლური გამოცემა CalcioNapoli24 „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩის დადებით მხარეებზე წერს.“

CalcioNapoli24:

„ხვიჩა კვარაცხელია კალცონას მზრუნველობით ტოპ დონეს დაუბრუნდა. ეს სახელი სხვა ყველაფერზე მაღლა დგას. ქართველი ფეხბურთელი შედევრი გოლით და იდეალური შესრულებით დაბრუნდა. პასების სიზუსტე 92.7% ჰქონდა. ის კალცონას ფორმაციის „ნაპოლიში“ თავს უფრო კომფორტულად მარცხენა ფლანგზე გრძნობს. მთავარი საიდუმლო კი იმაშია, თუ როგორ გუნდურობას ავლენს „პარტენოპეი.“

ტრაორეს დამატებით თავად ხვიჩა სარგებლობს. „სასუოლოს“ ყოფილი ფეხბურთელი ვერტიკალური მოძრაობებით ბურთის გარეშე გადაადგილდება და ამით კვარაცხელიას სივრცეს უქმნის. ასე ქართველი შემტევი სივრცის ძებნის დროს ნაკლები ზეწოლის ქვეშ არის. აქედან გამომდინარე, კვარას გაუმჯობესება შემთხვევითი არ არის.

ამას ხაზს ისიც უსვამს, რომ კვარაცხელია „ნაპოლის“ მეორე ფეხბურთელია ოსიმენის შემდეგ, რომელმაც ყველაზე მაღალი სისწრაფე დააფიქსირა(32,48 კმ/სთ). კალცონას მეთოდებით თითქოს გუნდი განკურნებას იწყებს. „ნაპოლი“ კვლავ პოულობს თავის ჩრდილოელ ვარსკვლავს.”

შეგახსენებთ, რომ „ბებერი ქალბატონის“ კარში გატანილი გოლი, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიასთვის რიგით მე-9 იყო. ამ გამარჯვების შემდეგ, სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს 43 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე აღზევდა. შემდეგ ტურში „ნაპოლი“ „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

ხვიჩას ყველა მომენტი „იუვენტუსთან“


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარსელონას კვარა ძალიან მოსწონს, მაგრამ“ | Corriere dello Sport-ის ჟურნალისტი
„ბარსელონას კვარა ძალიან მოსწონს, მაგრამ“ | Corriere dello Sport-ის ჟურნალისტი