ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ფულს ყველა სიტუაციაში ბედნიერება ვერ მოაქვს“ - Gazzetta კვარას კონტრაქტსა და იუვესთან გოლზე

ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი დღევანდელ ნომერში „ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ წერს და ამბობს, რომ მხარეები ხელშეკრულებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გაახანგრძლივებენ.

რა წერია GAZZETTA-ს სტატიაში:

ხვიჩა კვარაცხელიამ, „იუვენტუსთან“ გატანილი გოლის შემდეგ გულშემატკივრებს მიანიშნა, რომ „ნაპოლიში“ დარჩენას აპირებს. მხარეებს შორის კონტრაქტის განახლების საკითხი სეზონის ბოლოს განიხილება, აურელიო დე ლაურენტისი კი ყველაფერს გააკეთებს, რომ ხვიჩას მოსაწონი წინადადება შესთავაზოს. იმის მიუხედავად, რომ ქართველი ჯერ კიდევ მოქმედი MVP-ია, ის ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია, თუმცა, მის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფულს ყველა სიტუაციაში ბედნიერება არ მოაქვს. ამბობენ, რომ კვარას არასდროს უფიქრია სერია A-ში გადასვლის შემდეგ ასეთ მოკლე დროში თუ გაიზიარებდა სკუდეტოს სიხარულს და გუნდში თავის ადგილს ასე მალე იპოვიდა. მისმა მამამ აღიარა, რომ როდესაც ხვიჩას მარადონას ადარებენ, რცხვენია, მაგრამ სურდა, რომ რაიმე ღირებულის გაკეთება, რათა გულშემატკივრებისთვის მადლობა გადაეხადა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ტურში, ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსს“ გაუტანა, მისმა გუნდმა კი „ბიანკონერი“ 2:1 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა შემტევმა უმაღლესი შეფასება მიიღო და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ამ დროისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 25 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 მარტს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ფლანგზე სკუტერივით დაჰქროდა“ –  Gazzetta-ს შეფასება
„კვარა ფლანგზე სკუტერივით დაჰქროდა“ – Gazzetta-ს შეფასება