ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ხავი გერა
Aa
Aa

სარფიანი წინადადების შემთხვევაში - ვალენსია მამარდას გასაყიდად მზად არის

გიორგი მამარდაშვილით, რომ ევროპული გრანდები ინტერესდებიან ეს ახალი არ არის. ქართველი მეკარის მომავალთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა მატეო მორეტომ ისაუბრა.

მორეტო:

„ნიჭიერი ახალგაზრდა ნახევარმცველი ხავი გერა და ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ის ფეხბურთელები არიან, რომლებითაც ზაფხულში ევროპული გუნდები დაინტერესდებიან.

ორივე ფეხბურთელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდება. გაყიდის, თუ არა „ვალენსია“ მათ ეს შეთავაზებაზე იქნება დამოკიდებული. სარფიანი წინადადების შემთხვევაში, „ღამურები“ მამარდაშვილის და ხავი გერას გასაყიდად მზად არიან.“

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერის“ გარდა ქართველი მეკარის გადაბირებით „ინტერი“, „ტოტენჰემი“ და „ატლეტიკო“ ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, ლა ლიგის გასულ ტურში გიორგი მამარდაშვილმა „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშა და ორი კარგი ფეხბურთი მოიგერია. პირველი დარტყმა ფედე ვალვერდეს აუღო, ხოლო მეორე უფრო რთული ჯუდ ბელინგემს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგანგაშო არაფერია - ჩაკვეტაძის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია
საგანგაშო არაფერია - ჩაკვეტაძის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია