იუვენტუსი, ხვიჩა კვარაცხელია, ჯაკომო რასპადორი
Aa
Aa

რასპადორი: “კალცონას მითითებებს მივყვებით და ვენდობით“

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. კალცონას დანიშვნის შემდეგ, „პარტენოპეი“ აშკარად პროგრესირებს. მატჩის დასრულების შემდეგ, მასპინძელთა შემტევმა ჯაკომო რასპადორიმ კომენტარი გააკეთა.

რასპადორი:

„ეს იყო მატჩი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდით და ვემზადებოდით. ვიცოდით, რომ გამარჯვება ფუნდამენტური მნიშვნელობის იქნებოდა. ყოველდღე ვხედავთ გაუმჯობესებას და აქ რაღაც მნიშვნელოვანს ვაშენებთ. ეს მისტერ კალცონას 10-დღიანი მუშაობის შედეგია. ბედნიერები ვართ, რადგან რთულ სიტუაციაში ვიყავით და აქედან გამოსვლა მოვახერხეთ.

ჩვენ კალცონას მითითებებს მივყვებით და მას ვენდობით. ის ძალიან დაგვეხმარა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაუმჯობესების პროცესი დასრულებულია. ჩვენ კვლავ ცხრილის ქვედა ნაწილში ვიმყოფებით და ამ საკითხზე უნდა ვიმუშაოთ.“

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ კარში ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე თავად ჯაკომო რასპადორიმ.

ამ გამარჯვების შემდეგ, სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს 43 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე აღზევდა. შემდეგ ტურში, „ნაპოლი“ „ტორინოს“ უმასპინძლებს.

ხვიჩას ყველა მომენტი იუვენტუსთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას შოუ“ | ხვიჩას თამაშს Marca-ც გამოეხმაურა
„კვარაცხელიას შოუ“ | ხვიჩას თამაშს Marca-ც გამოეხმაურა