ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

DAZN-თან აღარ ისაუბრებენ - დე ლაურენტისის ბოიკოტი

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი გამოცემა DAZN-თან ინტერვიუს აღარ ჩაწერენ.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი ძალიან გაღიზიანებული ჩანდა. „ჩვენ DAZN-თან ურთიერთობა დავასრულეთ“ - თქვა დე ლაურენტისმა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მისი გაბრაზება თამაშის დაწყებამდე გადაღებულმა კადრებმა გამოიწვია, როდესაც ის გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში მიდიოდა. დე ლაურენტისი თვლის, რომ არის მომენტები, როცა ჟურნალისტები მას არ უნდა დასდევდნენ.

Tuttosport მომხდარს აანალიზებს და აურელიოს არ ეთანხმება. მოხსენების თანახმად, ჟურნალისტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ გადაიღოს ექსკლუზიური კადრები და გულშემატკივრებს მაქსიმალურად ცხელი ამბები შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ნაპოლიმ“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ, „პარტენოპეი“ სატურნირო ცხრილში დაწინაურდა და 43 ქულით მე-7 ადგილზე აღზევდა.

ხვიჩას ყველა მომენტი იუვენტუსთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
L’Equipe-მა ტურის სიმბოლურში შეიყვანა | მიქაუტაძე Le Figaro-მაც გამოარჩია
L’Equipe-მა ტურის სიმბოლურში შეიყვანა | მიქაუტაძე Le Figaro-მაც გამოარჩია