გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

L’Equipe-მა ტურის სიმბოლურში შეიყვანა | მიქაუტაძე Le Figaro-მაც გამოარჩია

საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ სტუმრად „ნანტს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღო და 2:0 იმარჯვა. მიქაუტაძემ მონაწილეობა ორივე გოლში მიიღო. 58-ე წუთზე, მან პენალტი გაიტანა, 2 წუთში კი მატიე იუდოლს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემას, L’Equipe-ს გიორგის კარგი თამაში არ გამოჰპარვია. L’Equipe-მა 24-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და ქართველი თავდამსხმელი საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა.

გიორგი ცნობილმა გაზეთმა, Le Figaro-მაც გამოარჩია და გასული ტურის საუკეთესო მოთამაშეებს შორის დაასახელა: „სრულყოფილი მატჩი ქართველი თავდამსხმელისთვის, რომელიც მეცში ზამთარში დაბრუნდა. მიქაუტაძე ნანტთან შეხვედრაში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. 48 შეხება ბურთთან, 10-დან 6 მოგებული ორთაბრძოლა და რაც მთავარია, გოლი და ასისტი. 58-ე წუთზე, პენალტი გამოიყენა და ანგარიში გახსნა, რამდენიმე წამის შემდეგ კი, იდეალურად ჩააწოდა და მატიე იუდოლს გაატანინა“.

ცნობისთვის, „მეცს“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში კვლავ ბოლოსწინა, მე-17 პოზიციას იკავებს და მე-16 ადგილოსან „მონპელიეს“ 3 ქულით ჩამორჩება. გიორგი მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 მარტს, საქართველოს დროით 18:00 საათზე „კლერმონთან“ საკუთარ მოედანზე გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას შოუ“ | ხვიჩას თამაშს Marca-ც გამოეხმაურა
„კვარაცხელიას შოუ“ | ხვიჩას თამაშს Marca-ც გამოეხმაურა