ბარსელონა, ლაპორტა, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

პირველი მოლაპარაკება შედგა - ფლიკი ბარსელონას მიუახლოვდა

ახალი არავისთვის არის, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ჩავი ერნანდესი „ბარსელონას“ დატოვებს.

კატალონიური გრანდი ახალი მწვრთნელის ძიებაშია. „ბლაუგრანას“ გარშემო არაერთმა სახელმა გაიჟღერა, მათ შორის ჰანსი ფლიკი, იულიან ნაგელსმანი, ტიაგო მოტა და ა.შ.

ყველაზე რეალური კანდიდატი კი ჰანსი ფლიკია, რომელიც გერმანიის ნაკრებიდან გათავისუფლების შემდეგ უსამსახუროდ არის.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გერმანელი გავლენიანი ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

რას წერს პალტენბერგი?

„ჰანსი ფლიკი „ბარსელონას“ ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია. მხარეებს შორის პირველი კონკრეტული მოლაპარაკება უკვე შედგა. ლაპორტას შეუძლია, რომ ჰანსი ახალ მწვრთნელად წარმოიდგინოს. ფლიკი ერთხელ უკვე იყო ბარსას გაწვრთნის კანდიდატი იქამდე, სანამ გერმანიის ნაკრებში დაინიშნებოდა. ჯერჯერობით, ლაპორტას და დეკუს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. გერმანელი სპეციალისტი კი „ბლაუგრანაში“ სათამაშოდ მზად არის.“

ცნობისთვის, ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩავი საკუთარი აზრი შეცვალა და „ბარსელონაში“ დარჩენა გადაწყვიტა, თუმცა დღეს, ესპანელმა სპეციალისტმა ესპანურ მედიასთან საუბრისას ყველა ჭორს წერტილი დაუსვა და განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან აუცილებლად წავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“გადაწყვეტილება უცვლელია“ - ჩავიმ დარჩენის შესახებ ჭორებს წერტილი დაუსვა
“გადაწყვეტილება უცვლელია“ - ჩავიმ დარჩენის შესახებ ჭორებს წერტილი დაუსვა