ბარსელონა, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

“გადაწყვეტილება უცვლელია“ - ჩავიმ დარჩენის შესახებ ჭორებს წერტილი დაუსვა

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ჩავი ერნანდესი „ბარსელონას“ დატოვებს. ამის შესახებ თავად სპეციალისტმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა.

ამის შემდეგ, „ბლაუგრანამ“ სათამაშო ფორმა და შედეგები შედარებით გამოასწორა და გაჩნდა ჭორები, რომ ჩავი გუნდში დარჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით, ერნანდესმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ჩავიმ?

„სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონამ“ ბოლო პერიოდში შედეგები გამოასწორა და გუნდშიც ნაკლები დაძაბულობაა, ვიდრე წინა პერიოდში, ჩემი გადაწყვეტილება უცვლელი რჩება. ახლა ფოკუსირებული მხოლოდ შემდეგ მატჩზე ვარ.

მჯერა, რომ აქ მუშაობა ძალიან დიდი გამოწვევაა და იმისიც მჯერა, რომ „ბარსელონა“ პროგრესირებას გააგრძელებს. მიხარია, რომ ბოლო კვირებთან შედარებით, დღეს ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ბარსელონა“ კოპა დელ რეიდან გამოვარდა, ლა ლიგაში კი „რეალს“ 8 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, „ბლაუგრანა“ მერვედფინალში „ნაპოლის“ ხვდება. იტალიაში გამართული დაპირისპირება 1:1 დასრულდა და ყველაფერი კატალონიაში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოჯი: როცა ოსიმენი მოედანზეა, ხვიჩა უფრო დიდი მოტივაციით თამაშობს
მოჯი: როცა ოსიმენი მოედანზეა, ხვიჩა უფრო დიდი მოტივაციით თამაშობს