ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, რაფაელ აურიემა
Aa
Aa

„რჩევა გატის - ოსიმენი კვარა არ არის, ის ძირს წოლას არ დაიწყებს“

იტალიელი ჟურნალისტი რაფაელ აურიემა კვირას გასამართი „ნაპოლი“ „იუვენტუსის“ მატჩის შესახებ საუბრობს და ტურინელთა დაცვის ლიდერს ფედერიკო გატის რჩევას აძლევს.

აურიემას აზრით, ოსიმენი „ნაპოლის“ გადამწყვეტი მოთამაშეა.

„ოპონენტები იძულებულნი არიან ოსიმენის წინააღმდეგ წესები დაარღვიონ და უხეშად ითამაშონ, რათა მისი შეჩერება შეძლონ, მაგრამ ის მაინც არ ჩერდება და გზას აგრძელებს.

ეს არის ჩემი გაფრთხილება, რომელსაც მე ფედერიკო გადის ვაძლევ, ფეხბურთელს, რომელსაც იუვენტუსთან ერთად ნაპოლისთან დაპირისპირება მოუწევს. გატი კიელინის ჰგავს, ოპონენტების წინააღმდეგ სტრატეგიას იყენებს, რათა ისინი დააშინოს.

თუ, იგი ოსიმენს უბიძგებს, ვიქტორი კვარაცხელიას მსგავსად არ წაიქცევა და წამოდგომაზე უარს არ იტყვის. ნიგერიელი ასეთ დროს მხეცი ხდება და მას ვერ შეაჩერებ. ის სისხლისმსმელი ბომბდამშენია“.

- ციტირებს აურიემას სიტყვებს Tele A.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „იუვენტუსის“ დაპირისპირება 3 მარტს, 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას პაუზა გაუგრძელდა... მას კალცონამ სტიმული მისცა და ეს კარგია“
„კვარას პაუზა გაუგრძელდა... მას კალცონამ სტიმული მისცა და ეს კარგია“