გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

მარცხი ფინალში | სარდალაშვილი ტაშკენტის გრანდ სლემზე ვერცხლს დასჯერდა

გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 20 წლის ქართველი ჯუდოკა ტურნირის ფინალში უზბეკ დოსტონ რუზიევთან შებოჭვით დამარცხდა.

შეჯიბრებაზე დღეს გამომსვლელი ორი ძიუდოისტი – ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ლაშა ნადირაძე (66 კგ) გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. ხვალ, 2 მარტს, ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველებიდან ბაგრატ ნინიაშვილი (73 კგ) იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი (ორივე – 60 კგ), ლაშა ნადირაძე (66 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (73 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და იმედა გოგოლაძე (ორივე – 100 კგ).

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ჩვენმა გუნდმა ტაშკენტში ცხრა ძიუდოისტით იასპარეზა და სამი მედალი მოიპოვა. ვარლამ ლიპარტელიანმა გრანდ სლემი მოიგო, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) – ვერცხლის, გელა ზაალიშვილი (+100 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მათ ჯადოსნურ საღამოებზე შეუძლებელი არაფერია - Gazzetta კვარა-ოსიმენის დუეტზე
მათ ჯადოსნურ საღამოებზე შეუძლებელი არაფერია - Gazzetta კვარა-ოსიმენის დუეტზე