გოგა ბითაძე
Aa
Aa

2 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი - ბითაძის გამარჯვება დეტროიტთან

NBA-ში „დეტროიტ პისტონსი’’ შინ „ორლანდო მეჯიქთან’’ 109-112 დამარცხდა.

გამარჯვებულთა სასტარტო ხუთეულში გოგა ბითაძე კვლავ ვერ მოხვდა, თუმცა თამაშის მიმდინარეობისას გამოჩნდა პარკეტზე, 8 წუთი და 8 წამი ითამაშა, მის აქტივში 2 ქულა, 2 პასი, 2 მოხსნა და 3 დაფარებაა. გოგა შეტევაში სამჯერ ჩაერთო, 2-დან 1 ტყორცნა ზუსტი იყო, 3-ქულიანის ჩაგდების მცდელობა წარუმატებელი გამოვიდა.

 

ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი დეტროიტელი კეიდ კანინგემი იყო. ბითაძის გუნდიდან ყველაზე მეტი ქულა პაოლო ბანჩკერომ ჩააგდო, ამერიკელი გუნდს 15 ქულით დაეხმარა.

„ორლანდო მეჯიქმა’’ 57-დან 32 თამაში მოიგო, 25 დათმო, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, შემდეგ შეხვედრას „ატლანტა ჰოუკსის’’ წინააღმდეგ სტუმრად გამართავს (26 თებერვალი, 04:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები