ლუკა გუგეშაშვილი, ყარაბაღი, ლევერკუზენის ბაიერი
Aa
Aa

გუგეშაშვილი ლევერკუზენის წინააღმდეგ - ევროპა ლიგის წილისყრის შედეგები

UEFA-ს ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. „ყარაბაღი'', რომლის შემადგენლობაში ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ირიცხება, ბუნდესლიგის ლიდერ ლევერკუზენის „ბაიერს'' დაუპირისპირდება. მიმდინარე სეზონში „ყარაბაღისა'' და ლევერკუზენის „ბაიერის'' დაპირისპირება ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა. ბაქოში გამართული შეხვედრა ლევერკუზენის „ბაიერმა'' ვიქტორ ბონიფასეს გოლით მოიგო, ნიგერიელმა 94-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულ ლუკა გუგეშაშვილს პენალტი გაუტანა.

ევროპა ლიგის 1/8-ფინალური წილისყრის შედეგები

პრაღის სპარტა - ლივერპული

რომა - ბრაიტონი

ფრაიბურგი - ვესტ ჰემი

მილანი - პრაღის სლავია

მარსელი - ვილიარეალი

ბენფიკა - რეინჯერსი

სპორტინგი - ატალანტა

ყარაბაღი - ლევერკუზენის ბაიერი

პირველი შეხვედრა 7 მარტს გაიმართება, საპასუხო მატჩები - 14 მარტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები