ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიო კანავარო
Aa
Aa

„თანაგუნდელებს პატივი უნდა სცეს“ - კანავარო ხვიჩაზე

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და „ნაპოლის“ ყოფილმა მცველმა, ფაბიო კანავარომ Prime Video-სთან „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

რას ამბობს კანავარო:

ოსიმენის გოლის პერიოდში, „ბარსელონას“ მცველმა გულუბრყვილოდ ითამაშა. ის ოსიმენის მოქმედებას უნდა დალოდებოდა და მიწაზე არ უნდა დაცემულიყო, ამ ეპიზოდში ორი შეცდომა დაუშვა. ოსიმენი სწორედ ის ჩემპიონია, რომელიც განსხვავებას ქმნის და ამის გამო ყველა მწვრთნელი ადიდებს.

რაც შეეხება ლევანდოვსკის გოლს, როდესაც ბურთი მცველს ფეხებშორის უძვრება, ეს მეკარის თამაშს კლავს. ბურთი ფეხებშორის არასდროს უნდა გაგიძვრეს, ეს მცველებისთვის ნომერ პირველი წესია!

გაბრაზებული კვარაცხელია? მოედანზე შემოსული თანაგუნდელების მიმართ, რომლებიც შენსავით ვარჯიშობენ, მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინო. შესაძლოა, ახალ მწვრთნელს უნდა, რომ შედარებით ახალ სახეებსაც მისცეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი დამოკიდებულება მწვრთნელებს აღიზიანებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა ბარსელონაში 12 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაპელო კვარაზე: ფეხბურთელმა ასეთი ჟესტები არ უნდა აკეთოს
კაპელო კვარაზე: ფეხბურთელმა ასეთი ჟესტები არ უნდა აკეთოს