კილიან მბაპე
Aa
Aa

რონალდუს მსგავსად - მბაპე რეალში საიმიჯო უფლებების 80%-ს მიიღებს

კილიან მბაპე მადრიდის „რეალში" საიმიჯო უფლებებთან დაკავშირებით იშვიათ პირობებს მიიღებს.

ტელეკომპანია El Chiringuito-ს ცნობით, 25 წლის თავდამსხმელი „რეალში" გადასვლამდე დადებული სასპონსორო გარიგებებიდან შემოსავლის 100%-ს მიიღებს.

უფრო მეტიც, ტრანსფერის შემდეგ მბაპე ასეთი ტრანზაქციებიდან შემოსავლის 80%-ს მიიღებს, „რეალი“ კი 20%-ს. იგივე სქემა ჰქონდა კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც „სამეფო კლუბში“ 2009-2018 წლებში თამაშობდა.

ჩვეულებრივ, მადრიდული კლუბი კონტრაქტებს ისე აფორმებს, რომ ფეხბურთელის საიმიჯო უფლებების 50% კლუბს ეკუთვნის, მაგრამ ამჯერად ისინი დათმობაზე წავიდნენ.

გარდა ამისა, „რეალი“ მბაპეს ტრანსფერის შემდეგ, მოლაპარაკებების გამართვას ჯუდ ბელინგემთანაც აპირებს. კლუბს არ სურს, რომ ამ ორ მოთამაშეს შორის კონტრაქტების მხრივ დიდი სხვაობა იყოს, რამაც შესაძლოა კონფლიქტური სიტუაცია გამოიწვიოს.

„რეალში“ გადასვლისას ჯუდი ანაზღაურების სახით წლიურად 8 მილიონ ევროს დათანხმდა. პარალელურად „მანჩესტერ სიტი“ მას გაცილებით მეტს სთავაზობდა.

ხელფასების გაზრდის მიმართულებით კონტრაქტის შესაძლო გადახედვის ინიციატივა კლუბს ეკუთვნის და არა ფეხბურთელს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარასა და ოსიმენის ურთიერთობა ჯუღელის სიტყვების შემდეგ | რას წერს Corriere dello Sport-ი
კვარასა და ოსიმენის ურთიერთობა ჯუღელის სიტყვების შემდეგ | რას წერს Corriere dello Sport-ი