ბაიერნი, ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

ბაიერნი ტუხელის შემცვლელად ზიდანის კანდიდატურას განიხილავს

ბოლო პერიოდში მიუნხენის „ბაიერნი“ მძიმე კრიზისში იმყოფება. სპორტულ მედიაში კი ტომას ტუხელის გაშვებაზე ალაპარაკდნენ.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტის შემცვლელად ზინედინ ზიდანი სახელდება.

წყაროს ცნობით, მიუნხენური გრანდი, ლეგენდარულ ფრანგს უკვე დაუკავშირდა და პირობები გააცნო. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი 2021 წლის შემდეგ, არცერთ გუნდში არ მისულა. „ბაიერნი“ კი მას დიდი ხანია აკვირდება.

ცნობისთვის, „რეკორდმაისტერში“ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. „ბაიერნმა“ ბოლო 3 თამაში წააგო. ბუნდესლიგაში ლევერკუზენს 8 ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, „ლაციოსთან“ 0:1 დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აზარი: “შვებულების დროს ვარჯიში გამორიცხული იყო“
აზარი: “შვებულების დროს ვარჯიში გამორიცხული იყო“