NBA
Aa
Aa

ლილარდი All Star-ის MVP გახდა - აღმოსავლეთმა დასავლეთს მოუგო

NBA-ს 77-ე All Star-ი გაიმართა, აღმოსავლეთმა დასავლეთი 211-186 დაამარცხა. ყველაზე შედეგიანი კარლ-ენტონი ტაუნსი იყო, რომელმაც 50 ქულა ჩააგდო. რეკორდი ჯეისონ ტეიტუმს ეკუთვნის, რომელმაც გასული წლის All Star-ში 55 ქულა ჩააგდო.

დოკ რივერსის გუნდმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, 2016 წელს დამყარებული რეკორდი (196 ქულა) მოხსნა.

სამქულიანების კონკურსი ლილარდის გამარჯვებით დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშეც ლილარდი გახდა, რომელმაც მაიკლ ჯორდანის შედეგი გაიმეორა, კონკურსის მოგების შემდეგ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო.

დასავლეთი: ლებრონ ჯეიმსი, ნიკოლა იოკიჩი, კევინ დურანტი, ენტონი ედვარდსი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, ლუკა დონჩიჩი, ენტონი დევისი, პოლ ჯორჯი, კავაი ლეონარდი, კარლ-ენტონი ტაუნსი, სტეფ კარი, დევინ ბუკერი

აღმოსავლეთი: ბემ ადებაიო, ჯეისონ ტეიტუმი, ტაირის ჰალიბერტონი, ტაირის მაქსი, დონოვან მიტჩელი, დემიენ ლილარდი, პაოლო ბანკერო, სკოტი ბარნსი, ჯეილენ ბრანსონი, ტრეი იანგი, ჯეილენ ბრაუნი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები