გენო პეტრიაშვილი, ტაჰა აკგული
Aa
Aa

მარცხი აკგულთან - პეტრიაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი გენო პეტრიაშვილის გამოსვლით დასრულდა.

125 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი ტურნირის ფინალში უძლიერეს თურქი მოჭიდავე, ტაჰა აკგულს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 4:5 დამარცხდა. შედეგად, პეტრიაშვილი კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დღესვე, 92 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მირიან მაისურაძემ მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში მოლდოველი ანდრიან გროსული 7:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვა. გუშინ, ევროპის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი გახდა, აკაკი ქემერტელიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი ავთანდილ კენჭაძე და რობერტ დინგაშვილი დაეუფლნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონორ თუ კვერცხები ისევ გაქვს, ვიჩხუბოთ“ | რა თქვეს ილიამ და ვოლკმა
„კონორ თუ კვერცხები ისევ გაქვს, ვიჩხუბოთ“ | რა თქვეს ილიამ და ვოლკმა