კილიან მბაპე, კრისტოფ დიუგარი
Aa
Aa

დიუგარი: ბედნიერი ვარ, რომ მბაპემ პსჟ-ს დატოვება გადაწყვიტა

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა კრისტოფ დუგარიმ კილიან მბაპე პსჟ-დან წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის შეაქო.

„ახლა დამშვიდებული ვარ, ბედნიერი ვარ მბაპესთვის, მადლობას ვუხდი მას ყველაფრისთვის, რაც გააკეთა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მე მომეწონა ლიგა 1-ში მისი თამაშის ყურება.

ახლა ახალი გვერდი იხსნება, ჩემი აზრით, ეს შესანიშნავია. მე ვამაყობ მისით, მან ეს თავის პრეზიდენტს უთხრა.

ეს სიახლე აუცილებლად გაათავისუფლებს ყველას. მბაპესაც. არ ვიცი სად წავა. მაგრამ ის შეძლებს ყველაფერი მისცეს იმ კლუბს, რომელიც უყვარს. მას საუკეთესოს გაცემა სურს, ამაში ეჭვი არ მეპარება. ვფიქრობ, ეს მას მხრებიდან სიმძიმეს მოუხსნის“,

- განაცხადა დიუგარიმ.

შეგახსენებთ, რომ მბაპემ ცოტა ხნის წინ, პსჟ-ს აცნობა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალონსოს მკვლელი ზიგზაგი! მაცარის სიმართლე კვარაზე!
ალონსოს მკვლელი ზიგზაგი! მაცარის სიმართლე კვარაზე!