რონალდ არაუხო
Aa
Aa

70 მილიონი და გაორმაგებული ხელფასი - ბაიერნი არაუხოს არ ეშვება

მიუნხენის „ბაიერნი“ რონალდ არაუხოს შეძენას კვლავ ცდილობს.

Diario Sport-ის ცნობით, მიუნხენურმა გუნდმა „ბარსელონას“ 70 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზა. ასევე მზად არიან მცველს იმაზე ორჯერ მეტი გადაუხადონ, რასაც ამჟამად „ბლაუგრანაში“ იღებს.

როგორც ცნობილია „ბარსა“ აპირებს ურუგვაელის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთოს, თავად ფეხბურთელსაც სურს დარჩენა, მაგრამ გადამწყვეტი შეიძლება კატალონიური გუნდს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მცდელობა იყოს.

„ბარსელონას“ რთული ზაფხული ელის. ტრანსფერებზე სამუშაოდ კლუბს ფეხბურთელების გასხვისება და სახელფასო ბიუჯეტის დასტაბილურება მოუწევს. მოსალოდნელია, რომ ტრანსფერზე რომელიმე ლიდერს დააყენებენ, თუმცა ესპანურმა პრესამ რამდენჯერმე დაწერა, რომ „ლურჯ-ბროწეულისფერებისთვის“ გავი, პედრი და არაუხო ხელშეუხებელთა შორის არიან.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ურუგვაელმა ფეხბურთელმა ლა ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეტევაში მარტო დარბოდა“ - ნაპოლის ექს-შემტევი ხვიჩაზე და მაცარიზე
„შეტევაში მარტო დარბოდა“ - ნაპოლის ექს-შემტევი ხვიჩაზე და მაცარიზე