ჩაბი ალონსო, ლევერკუზენის ბაიერი
Aa
Aa

სპორტული დირექტორი: “დარწმუნებული ვარ, ალონსო ბაიერში დარჩება“

მიმდინარე სეზონში, ლევერკუზენის „ბაიერი“ ჩაბი ალონსოს მეთაურობით ბრწყინავს. ესპანელი სპეციალისტის მომავალს აქტიურად უკავშირებენ „ლივერპულს“. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მერსისაიდულ გრანდს იურგენ კლოპი დატოვებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „ბაიერის“ სპორტულმა დირექტორმა სიმონ როლფესმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა როლფესმა?

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩაბი ალონსო დარჩება. ამის მიზეზი კონტრაქტი და ის კომფორტია, რომელიც მას „ბაიერში“ აქვს. ჩაბი იაზრებს, რომ შესანიშნავი გუნდი ჰყავს და შემდეგ სეზონში გაცილებით დიდი პერსპექტივა გვექნება.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ლევერკუზენმა ბუნდესლიგაში 21 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 17 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა. ამ მომენტისთვის, ესპანელი სპეციალისტის გუნდი 55 ქულით ბუნდესლიგას ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ბაიერნს“ 5 ქულით უსწრებს.

ცნობისთვის, ბუნდესლიგის გასულ ტურში „ბაიერი“ „ბაიერნს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდრი: “ოქროს ბურთის მოგება მარკეტინგზე, რეკლამაზე და ფულზეა დამოკიდებული“
როდრი: “ოქროს ბურთის მოგება მარკეტინგზე, რეკლამაზე და ფულზეა დამოკიდებული“