ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

Repubblica: მაცარი მილანს უფრთხის, კვარას ახალი პოზიცია გარკვეულია

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი კვირას „სან სიროზე“ გაიმართება - „მილანი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

იტალიური პრესა ბოლო დღეებში აქტიურად წერს ნეაპოლელთა ტაქტიკურ ცვლილებაზე. ვალტერ მაცარიმ 2 ფორვარდით თამაშისკენ მინიშნება გააკეთა და პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ცენტრფორვარდის გვერდით მოედნის ცენტრალურ ნაწილში იმოქმედებს.

იტალიური Repubblica წერს, რომ მაცარი „მილანს“ უფრთხის, მას სურს გუნდმა მე-4 ადგილისთვის ბრძოლა განაგრძოს და „როსონერის“ წინააღმდეგ ნეაპოლელები 3 ცენტრალური მცველით ითამაშებენ - ოსტიგორი, რაჰმანი, ჟესუსი.

წყარო წერს, რომ ამჟამად მაცარის გადასაწყვეტი აქვს, 3-4-3 სქემით იქნება, თუ 3-5-2-ით. ეს დამოკიდებულია პოლიტანოს ტრავმაზე და ასევე ნახევარდაცვის ცენტრში ბურთის კონტროლზე, რაც გუნდს 2-კაციანი ცენტრით თამაშის დროს წინა ტურებში გაუჭირდა. ამჯერად მოსალოდნელია, რომ პოლიტანოს ნაცვლად სასტარტოში პლუს ერთ ნახევარმცველს ვიხილავთ.

რაც შეეხება კვარას, მისი მეორე ფორვარდად გამოყენება პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია.

მაცარი ნაკლებად ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მოსალოდნელია, რომ 4-4-2 სქემას გამოიყენებს, როგორც ეს „ვერონასთან“ მორე ტაიმში გააკეთა და შედეგიც სასურველი მიიღო. ძლიერ მეტოქეებთან კი მეტი ყურადღება დაცვაში უშეცდომო თამაშსა და 5 უკანახაზელით მოქმედებას დაეთმობა.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 11 თებერვალს 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუძლებელია კვარას ასეთი უნარებით ასე ცოტა გოლი გაჰქონდეს...“
„შეუძლებელია კვარას ასეთი უნარებით ასე ცოტა გოლი გაჰქონდეს...“