ფრენკი დე იონგი, რობერტ ლევანდოვსკი, ილქაი გიუნდოგანი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

ფინანსური პრობლემები | ბარსამ შესაძლოა რომელიმე ლიდერი გაყიდოს

ზაფხულში „ბარსელონა“ მორიგი რთული სატრანსფერო ფანჯრის მოლოდინშია. კლუბს სახელფასო ჭერის კიდევ უფრო დაწევა და ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს, რათა ახალი მოთამაშეების გაფორმება/დარეგისტრირება შეძლოს და ლა ლიგის ახალ წესებთან ადაპტირდეს.

ესპანური Onze წერს, რომ „ბარსას“ შესაძლოა ზაფხულში დე იონგის, ლევანდოვსკის, ტერ შტეგენის ან გიუნდოგანის გაყიდვა მოუწიოს. საუბარია ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეებზე, რომელთა გასხვისებაც კლუბს ფინანსურად პრობლემებს შეუმცირებს.

დე იონგი ზაფხულში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე ხდება. ნიდერლანდების ხელფასი ყოველი სეზონის შემდეგ იზრდება. ამჟამად ფრენკი €24.8 მილიონს იღებს.

ესპანელი ჟურნალისტი ლუის კანუტი წერს, რომ თავად დე იონგიც ნელ-ნელა უკმაყოფილებას გამოხატავს და დიდი ტურნირებისთვის მებრძოლ გუნდში თამაშის სურვილს აფიქსირებს.

„ბლაუგრანაში“ ხელშეუხებელ მოთამაშეთა შორის გავი, პედრი, არაუხო და იამალი დასახელდნენ. ეს ფაქტი ზემოხსენებულ ინფორმაციას კიდევ უფრო სანდოს ხდის.

კლუბის მმართველი საბჭოს საკმაოდ დიდ ნაწილს, დე იონგის გაყიდვა და მისგან ფინანსური სარგებლის ნახვა ადრეც სურდა და როგორც ჩანს, ახლა თავად ფეხბურთელის სურვილიც მათ ხედვებს ემთხვევა.

წყაროს ცნობით, თუ „ბარსელონა“ უმაღლესი დონის მიზნებისთვის ბრძოლას ვერ შეძლებს, ნიდერლანდელი ზაფხულში შემოთავაზებების განსახილველად მზად იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენად მართალია, რომ მარადონამ სერია A მარტომ მოიგო?
რამდენად მართალია, რომ მარადონამ სერია A მარტომ მოიგო?