ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

კვარაცხელია ცენტრში | ვალტერ მაცარი მილანთან მატჩისთვის ემზადება

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, Corriere dello Sport-მა დღევანდელ ნომერში სტატია გამოაქვეყნა, რომელიც „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებას მიუძღვნა. Corriere dello Sport-ის ყურადღების ცენტრში „პარტენოპეის“ თავკაცის, ვალტერ მაცარის გეგმები მოექცა და იტალიურმა გამოცემამ განაცხადა, რომ მაცარი ხვიჩა კვარაცხელიას მეორე თავდამსხმელად დაყენებას განიხილავს.

„დაამატოს ნახევარმცველი, რათა როსონერის შეტევას უკეთ გაუმკლავდეს თუ ფლანგზე ჰყავდეს უინგ-ბექი და გარემარბი, რომლებიც თავდამსხმელს დაეხმარებიან. მილანთან გასამართ მატჩამდე სამი დღით ადრე, ვალტერ მაცარის მთავარი დილემა სწორედ ესაა. ნაპოლის თავკაცი გუნდს 3-მცველიანი ტაქტიკით ავარჯიშებს და გუშინ, 3-5-1-1 ტაქტიკა გამოცადა.

მაცარიმ ხვიჩა კვარაცხელია მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე, ცენტრში დააყენა, მის უკან მყოფი ნახევარდაცვის ხაზი კი მცველთა დახმარებაზე იყო ორიენტირებული. მაცარი თვლის, რომ მილანთან გასამართი მატჩი მისი გუნდისთვის სოლიდური შეხვედრა იქნება და აპირებს, მის განკარგულებაში მყოფი ბევრი სწრაფი ფეხბურთელი გამოიყენოს, ცვლილებები კი ნაპოლის, მატჩის მიმდინარეობისას, გარდასახვაში დაეხმარება“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 23 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. ვალტერ მაცარის გუნდის მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს, სტუმრად „მილანთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის ჩატენვა და 2 ასისტი | სან ანტონიო მაიამისთან დამარცხდა
მამუკელაშვილის ჩატენვა და 2 ასისტი | სან ანტონიო მაიამისთან დამარცხდა