ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დი მაჯიო: კონტემ მითხრა, რომ ადრე თუ გვიან ნაპოლის ჩაიბარებს

საიდუმლო არ არის, რომ დე ლაურენტისს „ნაპოლის“ მწვრთნელად ანტონიო კონტეს ხილვა სურს, თუმცა მის დაყოლიებას ჯერ ვერ ახერხებს.

ჟურნალისტი ვალტერ დი მაჯიო რადიო Goal-ის ეთერში ამბობს, რომ დე ლაურენტისსა და კონტეს შორის საუბრიც შედგა. პირადად მასთან ( დი მაჯიო) შეხვედრისას კი ანტონიომ უთხრა, რომ ადრე თუ გვიან ის „ნაპოლის“ ჩაიბარებს.

„წარსულში კონტეს შევხვდი და მასთან ვისაუბრე. მას ძალიან იზიდავს ისეთი ადგილი, როგორც ნეაპოლია. ერთხელ მან მითხრა: „ძვირფასო ვალტერ, ადრე თუ გვიან მოვალ ნეაპოლში და გავიმარჯვებ“.

როცა ეს მითხრა, მაშინ ნაპოლის სპალეტისთან ერთად ჯერ ჩემპიონობა მოპოვებული არ ჰქონდა, მაგრამ კონტე დარწმუნებული იყო, რომ გუნდზე დადებით გავლენას მოახდენდა.

ასევე გეტყვით, რომ არ არის სიმართლე, თითქოს კონტემ მილანთან რაიმე შეთანხმებას მიაღწია. ნაპოლი მას დღემდე ელოდება“.

- განაცხადა დი მაჯიომ.

ზაფხულში დიდი შანსია, რომ „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. კონტე დე ლაურენტისის სიაში კვლავ რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
4 დიდი კლუბი ინტერესდება - დე ლაურენტისი ხვიჩას მომავალს გადაწყვეტს
4 დიდი კლუბი ინტერესდება - დე ლაურენტისი ხვიჩას მომავალს გადაწყვეტს