ფელიპე პირესი
Aa
Aa

ტორპედო შეტევას აძლიერებს | ქუთაისური კლუბი ბრაზილიელ ფეხბურთელს იმატებს

ქუთაისის „ტორპედო“ შეტევას აძლიერებს და ბრაზილიელ ფეხბურთელს იმატებს. იმერულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გვაუწყა, რომ ფელიპე პირესი სამედიცინო შემოწმებას გადის, რომლის დასრულების შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

„28 წლის ბრაზილიელი შემტევი ფელიპე პირესი საქართველოშია და ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმებას გადის. ფეხბურთელი კლუბს თურქული შეკრების შემდეგ შეუერთდა, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კი მასთან ოფიციალურად გაფორმდება ხელშეკრულება“, - ნათქვამია „ტორპედოს“ განცხადებაში.

ფელიპე პირესი მარცხენა გარემარბია და სხვადასხვა დროს „ზალცბურგის“, „მორიერენსეს“, ვენის „აუსტრიას“, „ლიფერინგის“, „ფორტალეზას“, „დენ ჰააგის“, „რიეკას“, „პალმეირასისა“ და „ვოლოსის“ ღირსებას იცავდა. ბოლოს იგი „დნიპრო-1“-ის რიგებში ასპარეზობდა და უკრაინული კლუბის მაისურით 3 თამაში ჩაატარა.

პირესს ყველაზე მეტი თამაში ვენის „აუსტრიას“ რიგებში აქვს ჩატარებული დ ავსტრიული კლუბის მაისური 95-ჯერ მოირგო, მის ანგარიშზე კი 16 გოლი და 19 შედეგიანი გადაცემა იყო. „მორიერენსეს“ რიგებში მან 5 გოლი გაიტანა, „ლიფერინგში“ კი 27 მატჩში 11 ბურთი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვთქვი, ალბათ შევცდი-მეთქი“ | ბორდოს თავკაცის კომენტარი ზურიკოზე
„ვთქვი, ალბათ შევცდი-მეთქი“ | ბორდოს თავკაცის კომენტარი ზურიკოზე