ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„ბავშვობიდან პროფესიონალია და ეს მასზე ვერ იმოქმედებს“ - სიომინმა ხვიჩაზე ისაუბრა

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა Sport24-თან კომენტარის დროს საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ჩემპიონობის შემდეგ, ნეაპოლური გუნდის მეორე სეზონი შეაფასა.

რა თქვა სიომინმა:

ხვიჩას გუნდს მეორე სეზონის სინდრომი აქვს? ეს ბუნებრივი პროცესია კლუბში, რომელშიც ცვლილებები მოხდა. ზოგიერთმა მოთამაშემ ჩემპიონობის შემდეგ გუნდი დატოვა და მათი სრულფასოვანი შეცვლა ვერ მოხერხდა. მაგრამ ხვიჩას გარშემო განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ. ბუნებრივია, რომ მისთვის მცირედით გაუარესდა თამაში. ის უბრალოდ ახალი მწვრთნელის მოთხოვნებს უნდა მოერგოს. მგონია, რომ ხვიჩას გარშემო შეშფოთების მიზეზი არ გვაქვს, ის კვლავ მაღალ დონეზე თამაშობს.

არ ვფიქრობ, რომ კლუბისთვის რთულ პერიოდში ის იტალიაში რაიმე ცდუნებას დაემორჩილოს. ცდუნება ყველგან ბევრია, მაგრამ ხვიჩა ბავშვობიდანვე პროფესიონალია. მისთვის მთავარი არა ფუფუნება, არამედ ფეხბურთია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა, თავი კი 5 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 22 ტურის შემდეგ, მისი გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ღმერთმა ქნას, ვერონასთან ისევ გაიბრწყინოს“ - Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე
„ღმერთმა ქნას, ვერონასთან ისევ გაიბრწყინოს“ - Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე