ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
Aa
Aa

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადება. ვლადიმერ გეგეშიძის მიერ გაწვრთნილი გუნდი საწვრთნელი ეტაპის დასკვნით ნაწილს გორში გადის.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სამი დებიუტანტია - დიეგო ჩხიკვაძეს, გიორგი ჩხიკვაძესა და აჩიკო ბოლქვაძეს ამ რანგის შეჯიბრებაზე აქამდე მხოლოდ ასაკობრივი ნაკრებების რიგებში უჭიდავიათ.

მოახლოებული ტურნირი მნიშვნელოვანია ოლიმპიური ლიცენზიების მხრივაც. ევროპის ჩემპიონატზე 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

55 კგ - ნუგზარ წურწუმია

60 კგ - ფრიდონ აბულაძე

63 კგ - ლერი აბულაძე

67 კგ - დიეგო ჩხიკვაძე

72 კგ - გიორგი ჩხიკვაძე

77 კგ - იური ლომაძე

82 კგ - გელა ბოლქვაძე

87 კგ - აჩიკო ბოლქვაძე

97 კგ - რობერტ კობლიაშვილი

130 კგ - იაკობ ქაჯაია

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 12 თებერვლიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები