ლივერპული
Aa
Aa

ვან დაიკი: “არ ვიცი ვიქნები, თუ არა ახალი ეპოქის ნაწილი“

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იურგენ კლოპი „ლივერპულს“ დატოვებს.

ვირჯილ ვან დაიკს ბრიტანული მედია ესაუბრა და ერთ-ერთი კითხვა მის მომავალს ეხებოდა, რომელზეც ნიდერლანდელმა უკანახაზელმა ორაზროვანი პასუხი გასცა.

ვან დაიკი:

„ვიქნები, თუ არა ახალი ეპოქის ნაწილი? არ ვიცი, ეს რთული კითხვაა. 18 დამრჩა კონტრაქტის ამოწურვამდე? ეს სწორი კითხვაა. გასაკვირი არ არის, რომ კლუბს ბევრი სამუშაო ექნება. კლოპის წასვლით მთელი სამწვრთნელო შტაბი იქნება და ეს ადვილი პროცესი არ არის. არ ვიცი ვის დანიშნავენ და რა მიმართულებით წავა „ლივერპული“.

ეს იურგენ კლოპის ეპოქის დასასრული იქნება და მე ამის ნაწილი ვარ. ასე რომ, ამაზე საუბარი დიდად არ მიყვარს. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს წარმატებას მივაღწევთ. იმ პერიოდში კი ალბათ უფრო მეტი რამ გვეცოდინება, თუ რა სურს კლუბს სამომავლოდ.“

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი მერსისაიდულ გრანდს 2018 წელს შეუერთდა. 2018 წლიდან დღემდე, ვირჯილმა „ლივერპულის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 246-ჯერ მოირგო, 21 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“გვჭირდები“ - ნაპოლი ოსტიგორს აღარ გაყიდის
“გვჭირდები“ - ნაპოლი ოსტიგორს აღარ გაყიდის