გიორგი არაბიძე, დავით კერესელიძე
Aa
Aa

არაბიძეს ევროპაში იწვევენ, მაგრამ აზიაში თამაში ურჩევნია - ტორპედოს პრეზიდენტი

ქუთაისის „ტორპედოს’’ პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე’’ გიორგი არაბიძეზე ისაუბრა. მისი თქმით, არაბიძეს სამი ევროპული კლუბი იწვევს, მაგრამ კარიერის გაგრძელებას აზიაში გეგმავს.

„მე მგონია, თუ არაბიძეს ლუქსემბურგთან ათამაშებენ, გოლს გაიტანს, შეიძლება ეს გადამწყვეტი გოლი იყოს. ასეთი შეგრძნება მაქვს.

გუნდის თამაშის სტილი იცვლება, სადაც შესაძლოა გიორგიზე მეტად სხვა ტიპის და მასზე სწრაფი გარემარბი გამოგვადგეს. გიორგის სამი ევროპული კლუბი იწვევს, თუმცა აზიაში თამაში ურჩევნია. ეს თამაშის წესია. სადაც ფეხბურთელი თავს კარგად იგრძნობს, იქ უნდა წავიდეს და ბუნებრივია იქ გააგრძელოს კარიერა’’.

25 წლის არაბიძეს დონეცკის „შახტარში’’ (2015-18), პორტუგალიურ „ნასიონალში’’ (2018-22), თურქულ „ადანასპორში’’ (იჯარა, 2019), რუსულ ვოლგოგრადის „როტორსა’’ (იჯარა, 2021) და „სამტრედიაში’’ (იჯარა 2021-22) უთამაშია. 2022 წლიდან ქუთაისის „ტორპედოს’’ ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები