ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

ტრავმების ფონზე - ლოჩოშვილი ბრეშასთან სასტარტოში დაბრუნდება

Cremona Sport-ის ინფორმაციით, ჯოვანი სტროპა ლუკა ლოჩოშვილს სასტარტო 11-ეულში დააბრუნებს. მიზეზი ლუკას კონკურენტების ტრავმებია.ლუკა რავანელიმ „სპეციასთან’’ მატჩში მინდორი ტრავმის გამო დატოვა, ალესანდრო ტუიას კი „რომასთან’’ სათასო შეხვედრის შემდეგ არ უთამაშია.

„ბრეშასთან’’ სამცენტრალურმცველიან სქემაში ბიანკეტი ცენტრში ითამაშებს, ანტონოვი მარჯვენა ცენტრალური მცველი იქნება, ლოჩოშვილი - მარცხენა ცენტრალური მცველი.

ლუკა ლოჩოშვილი მესამედან მეცხრე ტურამდე სასტარტოში რეგულარულად ხვდებოდა, მე-9 ტურში „კომოსთან’’ წითელი ბარათი მიიღო, ეს შეხვედრა 8 ოქტომბერს გაიმართა, მას შემდეგ „კრემონეზემ’’ სერია B-ში 11 მატჩი ჩაატარა, ლუკა კი ამ 11 შეხვედრიდან სასტარტოში მხოლოდ ერთხელ მოხვდა, ორჯერ ცვლილებაზე გამოვიდა.

სერია B-ს გასულ ტურში „სპეცია’’ შინ „კრემონეზესთან’’ 0:1 დამარცხდა. ლუკამ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, ტრავმირებული რავანელი შეცვალა.

სერია B-ს 22-ე ტურში „კრემონეზე’’ – „ბრეშა’’ 27 იანვარს გაიმართება, მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები