ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„მაიმუნი ხარ!“ - ატლეტიკოს ქომაგების მორიგი რასისტული შეურაცხყოფა ვინისიუსს

მადრიდული დერბი ხმაურის გარეშე არც ამჯერად დასრულებულა. „ატლეტიკომ“ „რეალს“ 4:2 მოუგო და სამეფო თასიდან გამოაგდო.

ვინისიუსის მიმართ „როხიბლანკოს“ ქომაგები ამჯერადაც აგრესიულად იყვნენ განწყობილები. თავად ბრაზილიელიც პროვოკაციულ ქმედებებს ხშირად მიმართავდა.

Marca-ს ცნობით, „ატლეტიკოს“ ქომაგები მატჩის მსვლელობისას სკანდირებდნენ: „ვინისიუს, მაიმუნი ხარ!“

ვინისიუსს მატჩის მსვლელობისას კონფლიქტი ბურთის მომტან ბიჭთანაც მოუვიდა, რომელმაც ერთ ეპიზოდში აუტის მოწოდებისას ვინის ბურთი განზრახ გადაუგდო.

ვინისიუსი ამ ქმედებამ გააღიზიანა და მაშინვე არბიტრთან საჩხუბრად გაიქცა, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო.

ამრიგად, ბრაზილიელ შემტევსა და „როხიბლანკოს“ შორის კონფლიქტი გრძელდება. მიმდინარე სეზონში ლა ლიგის პირველ წრეში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ (3:1) გამართულ სეზონის პირველ დერბისაც მსგავსი ტიპის კონფლიქტი მოჰყვა, რომელიც მასპინძელთა ქომაგების ნაწილის დასჯით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბიჭებს ვანახე, რომ სხვაგვარად თამაშიც შეუძლიათ“ - მაცარი ახალ ტაქტიკაზე
„ბიჭებს ვანახე, რომ სხვაგვარად თამაშიც შეუძლიათ“ - მაცარი ახალ ტაქტიკაზე