ხვიჩა კვარაცხელია, ვინჩენცო იტალიანო
Aa
Aa

იტალიანო: რთული დრო უდგათ, თუმცა მათ კვარა და სხვა ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ

იტალიის სუპერ თასის ნახევარფინალური მატჩის წინ, „ფიორენტინას“ მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო იტალიანომ პრესასთან ისაუბრა.

„ვფიქრობ, ჩემპიონატის მატჩიდან დიდი დრო გავიდა და ახლა ნაპოლისთან იმ შეხვედრის გახსენებას აზრი არ აქვს.

დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ჩვენს წინაშე ძლიერი ნაპოლი გამოვა, მოქმედი ჩემპიონი ბევრი მაღალი დონის მოთამაშით.

ორწელიწადნახევარია ვმუშაობთ პრობლემების აღმოფხვრაზე. ერთმანეთი უკეთ გავიცანით. არის ინდივიდუალური ზრდის თემაც, ასევე ტაქტიკური. ბიჭებმა იციან, რომ მაქსიმალური ყურადღებით თამაშის შემთხვევაში შეგვიძლია შეცდომები შევზღუდოთ და ისინი მინიმუმამდე დავიყვანოთ.

იმედი მაქვს ბიჭებმა გაკვეთილი კარგად გაიაზრეს. ხვალ ვეცდებით ჩვენი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ, იტალიის ჩემპიონის წინაშე, რომელიც ახლა რთულ მდგომარეობაშია, გუნდი რომელსაც ჰყავს ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან კვარა, სიმეონე, რასპადორი, პოლიტანო და დი ლორენცო"

. - განაცხადა იტალიანომ.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ხუთშაბათს 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყოველთვის კარგია, როცა გვერდით ვინმე გყავს“ - სიმეონე კვარას პოზიციის ცვლილებაზე
„ყოველთვის კარგია, როცა გვერდით ვინმე გყავს“ - სიმეონე კვარას პოზიციის ცვლილებაზე