ბარსელონა
Aa
Aa

ჩავი: “მშვიდად ვარ, 3 ტიტულის მოგების შანსი გვაქვს“

კატალონიის „ბარსელონა“ ამ მომენტისთვის საკმაოდ მძიმე კრიზისშია. „ბლაუგრანამ“ უკანასკნელად ესპანეთის სუპერ თასზე „რეალის“ წინააღმდეგ 1:4 წააგო.

გულშემატკივრები ძირითადად ჩავი ერნანდესს აკრიტიკებენ, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გუნდს ბევრი ტრავმირებული ჰყავს. მათ შორის გავი, რომელზეც ესპანელმა სპეციალისტმა ღიად ისაუბრა.

რა თქვა ჩავიმ?

„ჩვენ გავის ლიდერობა გვაკლია. მისი ტრავმა გულში ხანჯალს უდრის. გავი „ბარსელონას“ სულია. ამას პლუს ტერ შტეგენის დაკარგვა ბევრ რამეს ცვლის. მიუხედავად ამისა, მშვიდად ვარ, რადგან სამი ტიტულის მოგების შანსი გვაქვს. მესმის კრიტიკა და იმასაც ვიაზრებ, სადაც ვართ.“

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ არც ლა ლიგაში აქვს სახარბიელო მდგომარეობა. „ბლაუგრანა“ 41 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ჟირონას“ 8 ქულით ჩამორჩება, თუმცა მესამე ადგილზე მყოფ „ბილბაოზე“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყოველთვის ნაპოლის საუკეთესო ფეხბურთელია“ | იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე
„ყოველთვის ნაპოლის საუკეთესო ფეხბურთელია“ | იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე