ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

ჩავის სანაცვლოდ მოურინიო | ბარსას ჟოზეს დანიშვნა შესთავაზეს

კატალონიური გაზეთი, EL Nacional-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და ჟოზე მოურინიოზე წერს. El Nacional-ის მიხედვით, პორტუგალიელი სპეციალისტის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა საკუთარი კლიენტი „ბარსელონას“ შესთავაზა.

„ბლაუგრანა“ ბოლო პერიოდში მთლად დამაჯერებლად ვერ გამოიყურება და ჩავი ერნანდესის შესაძლო გაშვებაზე აქტიურად იწერება. „ბარსა“ საჯაროდ ესპანელ სპეციალისტს მხარდაჭერას უცხადებს, მაგრამ El Nacional-ის მიხედვით, კატალონიელებს სურთ, სათადარიგო გეგმაც ჰქონდეთ და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი პირველი, ვისი სახელიც გაჟღერდა, რაფა მარკესია, მაგრამ „ბარსელონას“ ხელმძღვანელებს გამოცდილი სპეციალისტი სურთ და მენდეში საქმეში სწორედ ამის გამო ჩაერთო. რამდენიმე კვირის წინ, ცნობილმა აგენტმა, რომელიც შიშობდა, რომ ჟოზეს „რომადან“ გაუშვებდნენ, მოურინიოს კანდიდატურა „ბარსელონას“ შესთავაზა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

El Nacional-ს თუ დავუჯერებთ, „ბარსას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მოურინიოს დანიშვნის იდეას ვეტო დაადო. „ბლაუგრანაში“ მოურინიოსგან ბევრი უარყოფითი ქმედება ახსოვთ და არ აპირებენ, გასახდელი ასეთ ადამიანს ჩააბარონ. სხვათა შორის, მარკესისა და ჟოზეს გარდა, კიდევ ერთ ვარიანტზე მსჯელობენ და „ბარსელონა“ ტიაგო მოტას კანდიდატურას განიხილავს, ვისი „ბოლონიაც“ მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოფლი, სისხლი, ცრემლები...“ - მოურინიო რომადან გათავისუფლებას ეხმაურება
„ოფლი, სისხლი, ცრემლები...“ - მოურინიო რომადან გათავისუფლებას ეხმაურება